წყლის დისპენსერი

რა უნდა იცოდე წყლის დისპენსერის შესახებ

თანამედროვე სამყაროში, წყლის დისპენსერები იმ აუცილებელ მოწყობილობათა რიცხვს შეუერთდა, რომლებიც სახლებში, ოფისებსა და კომერციულ სივრცეებში უთუოდ შეგხვდებათ. იქნება ეს დისპენსერი ოფისისთვის, თუ დისპენსერი სახლისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, წყლის დისპენსერი უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ წვდომას გემრიელ, გასუფთავებულ და ხშირად, ტემპერატურის კუთხით რეგულირებულ წყალზე. სწორედ ამიტომ, თუ ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ხართ, როცა თქვენი საცხოვრებელი სივრცისა, თუ ოფისისთვის განმაახლებელ და კიდევ უფრო მეტი კომფორტის შემქმნელ ელემენტს ეძებთ, მაშინ წყლის დისპენსერი სწორედ ის არის, რაზეც აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ. ამ ბლოგში კი, დისპენსერების უპირატესობებს, სახესხვაობებსა და შეძენისას გასათვალისწინებელ კრიტერიუმებს გაგაცნობთ, რაც ვფიქრობთ, არჩევანის გაკეთებას მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ: 

დისპენსერი (უპირატესობები)

მანამ, სანამ დისპენსერების სხვადასხვა ტიპს გაგაცნობდეთ, პირველ რიგში, გავეცნოთ მათ იმ დადებით თვისებებს, რომლებიც ამ მოწყობილობებს უნიკალურ პროდუქტად გარდაქმნიან:

  • ჯანმრთელობა და უსაფრთხოება: ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დისპენსერი მილიონობით ადამიანის უცვლელი არჩევანია, არის ის, რომ დისპენსერები გაფილტრულ და გასუფთავებულ წყალს ძალიან მარტივად მოგვაწვდიან და ამისათვის სულაც არ არის საჭირო თავად სახლი აღჭურვილი იყოს წყლის ფილტრების სისტემით. წყლის დისპენსერი მოხმარება საგრძნობლად ამცირებს და ფაქტობრივად, ნულამდე დაჰყავს წყლით გადამდები დაავადებებისა და დამაბინძურებლების ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის რისკი. უფრო მეტიც, ბევრი წყლის დისპენსერი აღჭურვილია სპეციალური ფუნქციით, რომელიც ბაქტერიებსა და ვირუსებს აღმოფხვრის, რაც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 
  • ფინანსური დანაზოგი: მიუხედავად იმისა, რომ წყლის დისპენსერი შეძენა ერთჯერად შედარებით მაღალბიუჯეტიან ხარჯთანაა დაკავშირებული, იგი გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად ზოგავს ჩვენს ფულად რესურსს. განსაკუთრებით, მაშინ, როცა სახლში მცირეწლოვანი ბავშვები არიან, რომელთაც მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმულ წყალს ვასმევთ. ამასთანავე, ჩამოსხმული წყლის შეძენის ნაცვლად, დისპენსერის წყლის მოხმარება, ხელს უწყობს პლასტმასის ნარჩენებისაგან დედამიწის “დასვენებას”. 
  • ტემპერატურის კონტროლი: წყლის ბევრ დისპენსერს ჩაშენებული გამათბობლები და მაცივრები გააჩნია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მყისიერად მიიღოს ცხელი, ცივი ან ოთახის ტემპერატურის წყალი. რაც დისპენსერს ზაფხულსა და ზამთარში თანაბრად გამოყენებად ინვენტარად აქცევს. 
  • მოხერხებულობა: თუ სახლში წყალს წინასწარ იმარაგებდით, რათა წყურვილის გრძნობა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამდგარი, ოთახის ტემპერატურის ან სულაც, ცივი წყლით მოგეკლათ, დისპენსერის შეძენის შემდეგ, შეგიძლიათ ეს არაკომფორტული ჩვევა სამუდამოდ დაივიწყოთ, ვინაიდან თანამედროვე წყლის დისპენსერები პირდაპირ უკავშირდებიან თქვენს მთავარ წყალსადენს. შესაბამისად, დისპენსერი ოფისისთვის, თუ დისპენსერი სახლისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მოწყობილობა გახდება თქვენს სამყოფ სივრცეში. 

Წყლის დისპენსერი

  • წყლის დისპენსერები ბოთლით: ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია. მსგავსი დისპენსერები, როგორც წესი, აპარატის ზედა ნაწილზე დიდი ბოთლების (ჩვეულებრივ 5 გალონის) განთავსებას საჭიროებენ. 
  • POU დისპენსერები: ამ ტიპის დისპენსერი დაკავშირებულია უშუალოდ შენობის წყალმომარაგებასთან, ეს თავიდან გარიდებთ ბოთლების შევსების საჭიროებას. რაც მთავარია, მსგავსი დისპენსერი აღჭურვილია ფილტრით და იგი ონკანის წყალს მის გაცემამდე ასუფთავებს.
  • ქვედა დატვირთვის დისპენსერები: ეს მოდელი ბოთლით აღჭურვილი დისპენსერების მსგავსია, მაგრამ შექმნილია ქვემოდან ჩატვირთვისთვის, რაც ნიშნავს, რომ წყლის მარაგის “გამცემი პუნქტი” დისპენსერის ქვედა ნაწილშია მოთავსებული და ამრიგად, ეს ფაქტი მძიმე ბოთლების აწევის საჭიროებას ამცირებს.
  • ზედაპირის დისპენსერები: მსგავსი წყლის დისპენსერი ძალიან კომპაქტური ვარიანტია და შექმნილია, მაგალითად, სამუშაო მაგიდაზე დასაყენებლად, რაც მათ იდეალურს ხდის მცირე სივრცეებისთვის.
  • კედელზე დამონტაჟებული დისპენსერები: პირდაპირ კედლებზე დაყენებული წყლის დისპენსერი შესანიშნავია იმ ადგილებისთვის, სადაც იატაკის ფართობია შეზღუდული და საჭიროა მაქსიმალური სიზუსტით აითვისოთ თითოეული სანტიმეტრი. 

Სად შევიძინოთ წყლის დისპენსერი

როგორც ხედავთ, წყლის დისპენსერები კომფორტის, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფილტრაციას და მატერიალური დანახარჯების დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. მიუხედავად იმისა, თქვენი პრიორიტეტია დისპენსერი სახლისთვის თუ დისპენსერი ოფისისთვის, იდეალური ვარიანტის შერჩევა შესაძლებელია, როცა იცით როგორ დისპენსერს ეძებთ, რა დატვირთვით სამუშაოდ და რა ფართობზე გსურთ მისი განთავსება. თუმცა, ამ კრიტერიუმებთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, თუ სად შევიძინოთ სანდო მწარმოებლის ნაწარმი, რომელიც მაღალ ხარისხთან ერთად, სხვა ტიპის გარანტიასაც გასცემს. საქართველოში, Nanofilter-ი არის კომპანია, რომელიც უახლესი ტენდენციებით შექმნილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, რაც განაპირობებს იმას, რომ დახვეწილ და თანამედროვე დიზაინთან ერთად, თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტი უპასუხებს ყველა გამოწვევას და დააკმაყოფილებს ეკომეგობრულობის უმაღლეს სტანდარტს. რაც მთავარია, ბრენდის მაღაზიათა ქსელში სტუმრობისას, მაღალკვალიფიციური პერსონალი დაგეხმარებათ სწორად და თქვენი საჭიროების მიხედვით შეარჩიოთ ესა თუ ის მოწყობილობა, რაც დაგიზოგავთ დროსა და მატერიალურ რესურსს.