წყლის ფილტრები

რა უნდა ვიცოდეთ წყლის ფილტრების შესახებ

წყალი ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის აუცილებელი ელემენტია, მათ შორის, ადამიანებისთვის. ის არა მხოლოდ ატენიანებს ჩვენს სხეულს, არამედ ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის სრულყოფილად შესრულებაშიც იღებს მონაწილეობას, რომლებიც საბოლოოდ, აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

გარემოს დაბინძურების მატებასთან ერთად, რაც პირველ რიგში, ჩვენს სასმელ წყალშიც შეიმჩნევა, სახლის მეპატრონეები და ბიზნესმენები უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას დებენ წყლის ფილტრების შეძენასა და სწორად დამონტაჟებაში. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ეს სტატიაც წყლის ფილტრებს ეხება და თუ, თქვენ სახლის რემონტის პროცესში იმყოფებით, ვფიქრობთ, დღეს ძალიან სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც დაგაფიქრებთ და დაგარწმუნებთ წყლის ფილტრების მნიშვნელოვნებასა და აუცილებლობაში. მაშ, ასე:

წყლის ფილტრების უპირატესობა

  1. სისუფთავე და ჯანმრთელობა: წყლის ფილტრი წყალს ჩვენი ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს აშორებს, მათ შორის, მძიმე მეტალებს, ქლორს და ბაქტერიებს. ეს ფაქტი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ მიერ მოხმარებული წყალი ისეთი ტოქსინებისგან იწმინდება, რომლებმაც შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. მაგალითად, მუცლის ღრუს ინფექციები, ბაქტერიის მიერ გადატანადი ინფექციები და სხვა.
  2. გემო და სუნი: წყლის გაფილტვრა ხშირად იწვევს გემოსა და სუნის გაუმჯობესებას. აღარ არის ონკანიდან უცნაური გემო ან სუნიანი წყალი! წყალს, თუ იგი სუფთა სახითაა მოწოდებული, არ ახასიათებს სუნი და გემო. მიუხედავად ამისა, ონკანის წყალს, რომელიც ჩვენს სახლებში მოედინება, ზოგჯერ შეიძლება სპეციფიკური უსიამოვნო გემო ან სუნი ჰქონდეს. ეს, ზოგჯერ, შეიძლება მიუთითებდეს წყალმომარაგებაში დამაბინძურებლების ან დისბალანსის არსებობაზე. მაგალითად, ქლორისა და ქლორამინების გადამეტებულ რაოდენობაზე, სხვადასხვა მეტალის მაღალ შემცველობაზე (მათ შორის, რკინა, სპილენძი, თუთია) ან, თუნდაც წყალმცენარეების მოხვედრაზე წყლის სისტემაში. თუმცა, სასიხარულოა ის, რომ წყლის გაფილტვრა იწვევს გემოსა და სუნის გაუმჯობესებას და შესაბამისად, ამ პრობლემების მოგვარებასაც.
  3. ეკონომიურად ეფექტური: გრძელვადიან პერსპექტივაში, წყლის ფილტრის დამონტაჟება დაზოგავს თქვენს ფულად რესურს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლში პატარა ბავშვები არიან, ჩამოსხმული წყლის ყიდვის ნაცვლად, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მშვიდად მიაწოდოთ თქვენს პატარას ონკანის წყალი და არ ინერვიულოთ მის სიჯანსაღეზე.
  4. ეკოლოგიურად სუფთა: ამასთანავე, წყლის ფილტრების გამოყენებით და ჩამოსხმული წყლის მოხმარების შემცირებით, თქვენ ამცირებთ პლასტმასის ნარჩენების ბუნებაში მოხვედრის მაჩვენებელს, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ თქვენს, არამედ თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობასა და ზოგადად, ჩვენს პლანეტაზე.

წყლის ფილტრების სახეობები

ახლა კი დროა, ყველაზე პოპულარული და გამორჩეული წყლის ფილტრების სახეობები გაგაცნოთ, რათა არჩევანი სწორედ ისეთზე შეაჩეროთ, რომელიც თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს:

3-ეტაპიანი ფილტრი

როგორც თავად სახელი გვკარნახობს, 3-ეტაპიანი ფილტრების მუშაობის პროცესი სამ საფეხურადაა დაყოფილი. პირველი შლის ნალექებს, როგორიცაა მტვერი და ქვიშა. მეორე ეტაპი ფილტრავს ქლორს და სხვა ქიმიკატებს, ხოლო მესამე ჩვეულებრივ მოიცავს ნახშირბადის ფილტრს დარჩენილი მინარევების მოსაშორებლად. ისინი შესანიშნავია ძირითადი ფილტრაციის საჭიროებისთვის. უფრო ზუსტად:

პირველი ეტაპი: ნალექის ფილტრაცია

ეს ეტაპი ეხება თვალისთვის ხილულ ნაწილაკებს. ნალექის ფილტრი, რომელიც წვრილ საცერს ჰგავს, იჭერს და შლის ამ ნაწილაკებს. იგი საუკეთესოა: ჭუჭყის, მტვრის, ქვიშის, ჟანგის და სხვა დიდი ნაწილაკების წინააღმდეგ. ეს ეტაპი, ასევე უზრუნველყოფს იმასაც, რომ გაფილტვრის შემდგომი ეტაპები არ შეფერხდეს ამ ნაწილაკების გამო.

მეორე ეტაპი: ნახშირბადის ფილტრაცია

მეორე ეტაპზე წყალი მიედინება გააქტიურებული ნახშირბადის (ან ნახშირის) ფილტრებით. ეს ფილტრები, ადსორბციის პროცესის მეშვეობით, შლის დამაბინძურებლებს. იგი საუკეთესოა: ორგანული ნაერთების, ქლორის, ქლორამინებისა და გარკვეული პესტიციდების მოსაშორებლად. ფილტრის ეს საფეხური მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყლის გემოსა და სუნის გაუმჯობესებაში.

მესამე ეტაპი: სპეციალიზებული ფილტრი

ბევრ 3-ეტაპიან სისტემას აქვს მეორადი ნახშირბადის ფილტრი, რათა უზრუნველყოს თითქმის ყველა ორგანული დამაბინძურებლების მოცილება. ალტერნატიულად, მესამე ეტაპზე, შეიძლება შეგვხვდეს სპეციალიზებული ფილტრი, რომელიც შექმნილია კონკრეტული დამაბინძურებლებისაგან გასაწმენდად, როგორიცაა კონკრეტული ლითონი ან ქიმიური ნივთიერება. მესამე ეტაპის ფილტრები საუკეთესოა: წყლის გემოს, სუნისა და გამჭვირვალობის მაქსიმალური შედეგის მისაღებად და წინა ორი ეტაპის შედეგად გასუფთავებული წყლის იდეალურ კონდიციამდე მისაყვანად.

Nanofilter-ში 3-ეტაპიანი წყლის ფილტრების ფასი 560 ლარიდან იწყება და რაც მთავარია, მათ სპეციალური, ლამაზი დიზაინის მქონე ონკანიც მოჰყვებათ, რათა მაქსიმალურად გაფილტრული და სუფთა სასმელი წყალი მიიღოთ.

ულტრაფილტრაციის სისტემა

ისეთივე მემბრანის გამოყენებით, როგორი უჯრედებიც ჩვენს სხეულშიც გვხვდება, ულტრაფილტრაციის სისტემებს შეუძლიათ თვალისათვის უხილავი, ანუ მიკროსკოპული ზომის დამაბინძურებლები მოაშორონ ჩვენი ონკანებიდან. ეს სისტემები ეფექტურია წყლისგან შემდეგი დამაბინძურებლების აღმოსაფხვრელად:

  • ბაქტერიები
  • ვირუსები
  • გარკვეული ტიპის კოლოიდები.

უკუოსმოსის ფილტრი

უკუოსმოსის ფილტრები ნახევრად გამტარ მემბრანას იყენებენ, რომელიც წყლის მოლეკულებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად იმოძრაონ, ხოლო უფრო დიდ მოლეკულებსა და იონებს ბლოკავს და შესაბამისად, გვიცავს ჩვენს ორგანიზმში მათი მოხვედრისგან. იგი საუკეთესოა: სხვადასხვა სახის დამაბინძურებლების, მათ შორის, მარილების, ნიტრატების, ტყვიის და ზოგიერთი მიკროორგანიზმის მოსაშორებლად.

უკუოსმოსის ფილტრის ფასები 815 ლარიდან იწყება და საუკეთესო ხარისხის პროდუქტს გთავაზობთ.

დამარბილებელი ფილტრი

მაგარი წყალი შეიძლება საკმაო პრობლემად იქცევს ჩვენი ოფისისა თუ სახლის სანტექნიკის სისტემისთვის. წყლის დამარბილებელი ფილტრები შემდეგი პრინციპით მუშაობენ: ისინი წყალში კალციუმისა და მაგნიუმის იონებს ნატრიუმის იონებში ცვლიან, რაც უფრო რბილი წყლის მოწოდებას იწვევს. ამგვარი წყალი უფრო ნაზი და სასურველია თქვენი მოწყობილობებისა და სანტექნიკის მიმართ.

წყლის ფილტრების მონტაჟი

სწორი მდებარეობის არჩევა: ფილტრის დაყენებამდე, კარგად განსაზღვრეთ და გადაწყვიტეთ მდებარეობა. წყლის ფილტრის ნიჟარას ქვეშ მოქცეული მოდელები პოპულარული არჩევანია სამზარეულოსთვის, ხოლო ფილტრები, რომლებიც სახლის სრულ პერიმეტრზე მოქმედებს, უზრუნველყოფს გაფილტრული წყლის მიწოდებას სახლის ან კომერციული ფართის ყველა ონკანისთვის.

პროფესიონალის დახმარება, თუ DIY: მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ფილტრს მოჰყვება ინსტალაციის მცირე სახელმძღვანელო, პროფესიონალის დაქირავება თქვენი სისტემის სწორად დაყენებასა და ეფექტურად მუშაობას უზრუნველყოფს. მეტი კომფორტისთვის, წყლის ფილტრების შეძენისას, შეგიძლიათ ისეთ კომპანიას მიმართოთ, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციასთან ერთად, ფილტრების მონტაჟსაც გთავაზობთ. ასეთია, მაგალითად, Nanofilter, რომელიც ბაზარზე სანდოობასთან ერთად, პრემიუმ ხარისხის მომსახურებითა და სერვისით გამოირჩევა.

მოვლა და შენარჩუნება: ინსტალაციის შემდეგ, გახსოვდეთ, რომ საჭიროა რეგულარული ტექნიკური შემოწმება. გარდა ამისა, ფილტრები და მათი კარტრიჯები პერიოდულად უნდა შეიცვალოს, რათა მაქსიმალურად ოპტიმალურად შესრულებული სამუშაო მიიღოთ.