ულტრაიისფერი დეზინფექცია

რა არის წყლის ულტრაიისფერი დეზინფექცია

რაც უფრო ვითარდება სამყარო და შესაბამისად, იზრდება ცნობიერება სუფთა წყლის მოხამრების შესახებ, მატულობს ისეთი საკითხების პოპულარობაც, როგორიცაა წყლის დეზინფექცია, რასაც ყველაზე კარგად წყლის ფილტრები ასრულებს. სუფთა წყლის უზრუნველსაყოფად, ეკონომიური და მდგრადი გადაწყვეტილებების კუთხით, ულტრაიისფერი სადეზინფექციო სისტემები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მას შემდეგ, რაც UV ტექნოლოგია 100 წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს, პროდუქტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტექნოლოგიური კუთხით, რაც დღეს ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, რომელიც მის აქტუალურობას განაპირობებს.

რა არის ულტრაიისფერი დეზინფექცია?

წყლის ულტრაიისფერი დეზინფექცია არის კარგად დამკვიდრებული მეთოდი სასმელი წყლის ადეკვატური და ჯანმრთელობისათვის საჭირო დეზინფექციის მისაღწევად. ულტრაიისფერი დეზინფექცია არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი პათოგენების ინაქტივაციას, როგორიცაა ვირუსები, ბაქტერიები და პროტოზოები, რომლებიც პოტენციურად, გაუფილტრავ წყალში იმყოფებიან მანამ, სანამ სათანადო დეზინფექცია მიიღწევა. უფრო ზუსტად:

წყლის დეზინფექციის ამ ტექნოლოგიაში 253,7 ნანომეტრი ტალღის სიგრძის ულტრაიისფერი შუქი ბაქტერიების, ვირუსების, ობის, წყალმცენარეების და სხვა მიკროორგანიზმების დეზინფექციისთვის გამოიყენება. ულტრაიისფერი დეზინფექცია ანადგურებს მიკროორგანიზმების დნმ-ს, რაც მათ შემდგომ ზრდასა და გამრავლებას შეუძლებელს ხდის. წყლის ულტრაიისფერი დეზინფექცია ხშირად გამოიყენება სასმელი წყლის დეზინფექციისთვის, ჩამდინარე წყლების დეზინფექციისა და უბრალოდ ზედაპირის დეზინფექციისთვის.

როგორ მუშაობს წყლის ულტრაიისფერი დეზინფექცია?

მაშინ, როცა ვიყენებთ წყლის ულტრაიისფერი დეზინფექციის ფილტრს, წყალი მილსადენის სისტემაში ულტრაიისფერი კამერის გავლით მიედინება. ამ კამერაში, წყალი იმ ულტრაიისფერი შუქის მოქმედებას ექვემდებარება, რომელიც გამოიყოფა ულტრაიისფერი ნათურებიდან. ნათურებიდან გამოსულ ულტრაიისფერ შუქს აქვს ტალღის სპეციფიკური სიგრძე UV-C სპექტრში (დაახლოებით 254 ნმ, ზუსტად კი 253,7 ნმ), რაც სწორი ინტენსივობით ზემოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელს ხდის მიკროორგანიზმების ინაქტივაციას.

ტექნიკური თვალსაზრისით, როდესაც წყალი ულტრაიისფერ შუქთან მოქმედებაში შედის, იშლება ქიმიური ბმები, რაც ცვლის მის დნმ-ის სტრუქტურას. სწორედ დნმ-ის სტრუქტურის ეს ცვლილება აფერხებს პათოგენების უნარს შეასრულონ სასიცოცხლო უჯრედული ფუნქციები, მათ შორის რეპროდუცირება ან ინფექციის გამოწვევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაქტერიები, როგორიცაა E. coli, ძალიან სწრაფად მრავლდება. სწორედ აქ იწყებს ულტრაიისფერი ნათურები მიკროორგანიზმების დნმ-ის ან რნმ-ის დაზიანების მიზნით მოქმედებას, რაც არღვევს მათ ფუნქციონირებისა და რეპლიკაციის უნარს.

წყლის ულტრაიისფერი დეზინფექცია: რა სარგებელი მოაქვს მას?

მიუხედავად იმისა, რომ წყალი და განსაკუთრებით, სასმელი წყალი, შეუნიღბავი თვალისთვის ვიზუალურად სუფთა ჩანს, არ არსებობს გარანტია, რომ ის არ შეიცავს მავნე ბაქტერიების, ვირუსებისა და პარაზიტების სახიფათო დონეს. ამიტომაც, მისი დეზინფექცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამასთანავე, დეზინფექციის ისეთი ტიპი, როგორიცაა ულტრაიისფერი დეზინფექცია მოიცავს ისეთ ბენეფიტებს, როგორიცაა:

ბუნებრივობა – UV წყლის გამწმენდი სისტემა ბუნებრივი გაწმენდის საშუალებაა.
ეკოლოგიურად სუფთა – UV დეზინფექციის პროცესში არ წარმოიქმნება ტოქსიკური ქვეპროდუქტები.
ეფექტური – ყველა ცნობილი მიკროორგანიზმი მგრძნობიარეა ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.
ეკონომიური – ახასიათებს ყველაზე დაბალი საოპერაციო ღირებულება სადეზინფექციო სისტემებს შორის.
უსაფრთხო და ქიმიკატებისგან თავისუფალი – არ საჭიროებს ქიმიკატების დამატებას, შესაბამისად, არ არსებობს ქიმიკატების დოზის გადაჭარბებით გამოწვეული საფრთხე.
სწრაფი – ულტრაიისფერი დეზინფექცია არის კონტაქტური გაწმენდის ტიპი, ამიტომაც აქვს მყისიერი მოქმედება.
მარტივი მართვა – კარგად შემუშავებულ სისტემებს, როგორიცაა Alfaa UV სისტემები, გააჩნია მრავალი საჭირო ფუნქცია, როგორიცაა CFD (გამოთვლითი სითხის დინამიკა), მაღალი ეფექტურობის ელექტრონული ბალასტი და უკიდურესად ზუსტი UV ინტენსივობის მონიტორები, რაც მათ უაღრესად ეფექტურს და, შესაბამისად, მარტივად სამართავს ხდის.

ულტრაიისფერი დეზინფექციის შემადგენელი კომპონენტები

წყლის ფილტრები და მათ შორის, ულტრაიისფერი დეზინფექციისათვის არსებული ფილტრი, სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგება და სწორედ მათი ერთობლივი მუშაობა ხდის შესაძლებელს საუკეთესო შედეგის მიღწევას:

ულტრაიისფერი ნათურები

UV ნათურები არის UV სისტემის გული, რომელიც მიკროორგანიზმების ინაქტივაციისთვის UV-C ულტრაიისფერ შუქს ასხივებს. საკმარისი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, მიკროორგანიზმების ინაქტივაცია მიიღწევა.
კვარცის ყდა

კვარცის ყდა ულტრაიისფერ ნათურებს თავიანთი საქმიანობის შესრულებაში ეხმარება, ვინაიდან მათ წყლისაგან იცავს. დროთა განმავლობაში, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, კარგია კვარცის ყდის გაწმენდა, რაც საშუალებას მისცემს UV ნათურებს მუდმივად გამართულად იფუნქციონირონ.

რეაქტორი

რეაქტორი არის ადგილი, სადაც UV დეზინფექციის პროცესი მიმდინარეობს. როდესაც წყალი მიედინება კამერაში, ულტრაიისფერი ნათურები მიკროორგანიზმების ინაქტივაციისთვის საჭირო საქმეს აღასრულებენ. წყლის დამუშავების გამოწვევებიდან გამომდინარე, რეაქტორის მასალა შეიძლება შედგებოდეს უჟანგავი ფოლადისაგან (SS), პოლიპროპილენისგან (PP) ან მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (PEHD).

ბალასტი

ბალასტები უზრუნველყოფენ, რომ სისტემა ზუსტი ელექტრული შეყვანით მოქმედებდეს, რომელიც ფილტრს სტაბილური მუშაობის შესანარჩუნებლად სჭირდება.

საკონტროლო კაბინეტი

საკონტროლო კაბინეტი არის ის, რაც დეზინფექციის პროცესს კულისებიდან აკონტროლებს. სხვა ფუნქციებთან ერთად, საკონტროლო კაბინეტს შეუძლია გააგზავნოს სიგნალი, თუ UV ნათურები სწორად არ მუშაობს და შესაბამისად, სისტემას ამცნოს დეზინფექციის შესრულების ხარისხის შესახებ.

ზემოთ ჩამოთვლილთაგან, ყველა ეს ძირითადი კომპონენტი აუცილებელია ნებისმიერი UV სადეზინფექციო სისტემისთვის. თუმცა მათი რაოდენობა განსხვავდება დეზინფექციის გამოწვევებიდან გამომდინარე, სადაც კონკრეტულ შემთხვევებს შეიძლება მეტი ნათურა დასჭირდეს, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა საჭირო.

სად შევიძინოთ წყლის ფილტრები?

დღეს, წყლის ფილტრების შეძენა მრავალ სხვადასხვა ობიექტზეა შესაძლებელი. თუმცა, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, როგორიცაა ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მნიშვნელოვანია, რომ ვენდოთ მხოლოდ სერტიფიცირებულ და გამოცდილ ორგანიზაციებს. საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც საუკეთესო ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს არის Nanofiltrer-ი, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. Nanofilter-ის წყლის ფილტრების ასორტიმენტი, მათ შორის, ულტრაიისფერი დეზინფექციისათვის საჭირო მოწყობილობები, ევროპული პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მოწოდებას უზრუნველყოფს, რაც მაქსიმალური დაცულობისა და შედეგის გარანტია.