NANOFILTER ის ერთერთი მიმართულება -წყალგამწმენდი სისტემები სხვადასხვა დარგის სამრეწველო საწარმოებისათვის. წყალი მოიხმარება პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიის საწარმოებში, და მის ხარისხზე არის მაღალი მოთხოვნა. NANO ს სისტემები საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ უკვე დიდიხანია ვთანამშრომლობთ მსხვილ საწარმოებთან.

NANOFILTER გთავაზობთ თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებებს საკვები, ფარმაცევტული და ენერგეტიკული ინდუსტრიებისთვის, წყალმომზადების სისტემებს აუზებისთვის, ასევე დანადგარებს სხვა მრავალი მრეწველობისთვის. ტექნიკის დიდი არჩევანი იძლევა საშუალებას შევარჩიოთ სათანადო გადაწყვეტილება ნებისმიერი საწარმოსთვის. 

NANO სთავაზობს კლიენტებს თანამედროვე კომპლექსურ მიდგომას საწარმოო წყალმომზადების და წყლის ფილტრაციის საკითხების გადასაწყვეტად.

  • საინჟინრო გადაწყვეტილებების შერჩევა. ჩვენი სპეციალისტები შეგირჩევთ ოპტიმალურ ფილტრაციის სისტემებს ნებისმიერი საწარმოსთვის.
  • დანადგარების ფართო არჩევანი. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე საწარმოო წყლის ფილტრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის გაწმენდის მაღალ ხარისხს.
  • წყალმომზადების სისტემების კვალიფიციური მონტაჟი. პროფესიონალური მონტაჟი არის გარანტია ხანგძლივი და ეფექტური მუშაობისთვის.
  • დამონტაჟებული დანადგარების სერვისი. პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოები უზრუნველყოფს მის ხანგძლივ ექსპლუატაციას.

ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს სამუშაოების მთლიან ციკლს, მონტაჟი ტარდება ევროპული სტანდარტებით კვალიფიციური თანამშრომლების მიერ.  ყველა დანადგარს გავლილი აქვს სერტიფიცირება და შეესაბამება ISO 9001 ხარისხის მაღალ სტანდარტებს, ასევე ყველა სანიტარულ ნორმებს.

სამრეწველო ფილტრების და გასაფილტრი დანადგარების სახეობები

  • ბადე-ფილტრი, თვითგამორეცხვის ფუნქციით,მყარი არახსნადი მინარევების მოსაშორებლად.
  • წყლის დამარბილებელი დანადგარი, ხელს უშლის ნადების წარმოქმნას
  • სორბციული ფილტრი, რომელშიც გამოიყენება აქტივირებული ნახშირი, აშორებს წყალს უსიამოვნო სუნს და მატებს მას გამჭირვალობას.
  • მანგანუმი და რკინისაგან გასაფილტრი დანადგარი
  • UF დეზინფექციის დანადგარი, წყლის მიკრობიოლოგიური წმენდა