წყლის ფილტრი • Nano Filter • წყლის ფილტრები

კომპანია „NANOFILTER“-ი 2012 წლიდან, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე წყალმომზადების და წყალარინების (კანალიზაციის) სფეროში.

შპს „NANO PRODUCT“ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე საწარმოო და მუნიციპალური, სხვადასხვა წარმადობის, წყალმომზადებისა და ჩამდინარე წყლების სისტემების პროექტირებასა და მონტაჟზე. კომპანია გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოყენებით, წყლის რესურსების ოპტიმიზაციასა და ეკონომიას. წყლის მართვის სფეროში გამოვლენილი ახალი ტენდენციების გათვალისწინებით,  „NANO PRODUCT“-ი  უზრუნველყოფს არამარტო წყლის ხარისხის განსაზღვრასა და დიფერენცირებას (სხვადასხვა დანიშნულებისთვის), არამედ, ამ სფეროსთან დაკავშირებული, ეკოლოგიური საკითხების გადაწყვეტასაც (ზედაპირული წყლებისა და ნიადაგის დაბინძურების პრობლემა – ჩამდინარე წყლების ფილტრაცია და სხვა).

თანამედროვე სამყაროში, ბუნებრივი კატაკლიზმებისა, თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ცვლილებების ფონზე, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა გარემოზე ზრუნვას. მომხმარებლის უფლება – ჰქონდეს შეუფერხებელი წვდომა სუფთა წყალთან, იქვე აჩენს ვალდებულებას ვიზრუნოთ გარემოზე, მათ შორის ე.წ. “ჩამდინარე წყლების” მკაცრი კონტროლის მიმართულებით. მით უმეტეს, რომ საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ამას პირდაპირ გვავალდებულებს. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა წყლის მართვა და მასთან დაკავშირებული საკითხები – კერძოდ, ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმაში, გარემოს დაცვის მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, წყლის ხარისხის შესახებ, ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავებაა.

წყალმომზადების დარგში გთავაზობთ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

  • მუნიციპალური
  • მრეწველობა
  • თბოენერგეტიკა
  • კვების მრეწველობა
  • ფარმაცეფტიკა
  • საყოფაცხოვრებო
  • აუზები და შადრევნები
  • ჩამდინარე წყლების ფილტრაცია.

წყლის მომზადების სისტემებში ჩვენი პარტნიორია:

–   ავსტრიული კომპანია Best Water Technology (BWT), რომელიც ლიდერობს ევროპულ ბაზარზე წყალმოზადების მიმართულებით. განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია: მოსკოვის საოფისე ცენტრი «МОСКВА-СИТИ», სუმგაიტის თეს (აზერბაიჯანი) და სხვა მრავალი სხვადასხვა სფეროში შესრულებული პროექტები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე (bwt-group.com).

–   კომპანია AQUAPHOR-ი, რომელიც საყოფაცხოვრებო წყლის ფილტრაციის სეგმენტში, მსოფლიო მასშტაბით, წამყვან პოზიციაზეა. განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია: COLGATE, მედიცინა და ფარმაცევტიკა «Профит Мед», ქ. სანქტ-პეტერბურგის წყალკანალი «Водоканал» და სხვა მრავალი ობიექტი.

–     რაც შეეხება წყალარინების (კანალიზაციის) სისტემებს, ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორია კომპანია TOPOL-ECO, რომელიც მუშაობს მაღალი ხარისხის ფილტრაციის სისტემების       პროექტირებისა და დამზადების მიმართულებით. გააჩნია საკუთარი, სრული ციკლის წარმოება, სადაც  მუშაობენ მაღალი დონის სპეციალისტები. ასევე, ჩამდინარე წყლების მიმართულებით, ჩვენი პარტნიორები გახლავთ, რუსული კომპანია НВК და ჩეხური კომპანია ASIO. 

ჩვენი კომპანია ფლობს ნებართვას (ფორმა#4)-ს სახელმწიფო საიდუმლოებასთან იურიდიული პირის დაშვების თაობაზე.

თანამშრომლობის შემთხვევაში, შპს „NANO PRODUCT“-ის მაღალკვალიფიციური პერსონალი დაგეხმარებათ ყველა იმ ამოცანის გადაწყვეტაში, რომელიც დღეისათვის წყლის რესურსების მართვის მიმართულებით არსებობს.

 ერთად ვიზრუნოთ გარემოსა და მომავალზე!

კალათა