წყლის ფილტრები საქართველოში – საუკეთესო არჩევანი თქვენი სახლისთვის
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და შესაბამისად, საქართველოშიც, წყალი, რომელიც ონკანიდან მოდის, ათასობით კილომეტრის სიგრძის მილებს, წყალშემკრებსა და წყალგამწმენდ სისტემებს გადის, სანამ თქვენს ჭიქაში აღმოჩნდება. სასმელი წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა გამოიყენოთ წყლის ფილტრი, იქნება ეს ნიჟარის ქვეშ მოთავსებული, წყლის ფილტრი დოქი თუ სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა წყლის ფილტრები შესაძლოა მხოლოდ გემოს ან გარეგნული სახის გასაუმჯობესებლად შეიძინოს, ფილტრაცია ასევე დაგეხმარებათ ჯანმრთელობისთვის საზიანო დამაბინძურებლებისგან დაცვაში.
რა ტიპის წყლის ფილტრები შემიძლია შევიძინო საქართველოში?
საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყლის ფილტრები არის წყლის ფილტრი დოქი — იგი, ისევე, როგორც მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი, ონკანიდან ივსება და სურვილის შემთხვევაში, მაცივარშიც ინახება. მისი გამოყენება მარტივია, არ საჭიროებს მონტაჟს და საკმაოდ მცირე სივრცეს იკავებს, მუდმივი ტიპის წყლის გასაფილტრი სისტემებისაგან განსხვავებით. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ფილტრი დოქი საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია მისი ფასი, დაახლოებით, 40-ლარიდან იწყება.
რაც შეეხება ონკანზე მიმაგრებულ წყლის ფილტრებს, მსგავსი ტიპის წყლის ფილტრი პირდაპირ შემრევზე მაგრდება, ხოლო სამზარეულოს ზედაპირზე განთავსებული წყლის ფილტრი მილის საშუალებით უკავშირდება ონკანს და წყალს პატარა გამწმენდი მოწყობილობის მეშვეობით ატარებს. ორივე შემთხვევაში, წყლის ფილტრი, როგორც წესი, გრანულირებულ აქტივირებულ ნახშირბადზე დაფუძნებულ კარტრიჯებს იყენებს, რომლებიც წყლის გასვლისას მავნე ნივთიერებების მოშორებას უზრუნველყოფენ.
ნიჟარის ქვეშ დასამონტაჟებელი წყლის ფილტრები უფრო მაღალბიუჯეტიანი ვარიანტებია და მათი ფასი, საშუალოდ, 300-ლარიდან იწყება და შესაძლოა, 3000 ლარსაც კი მიაღწიოს. მსგავსი ტიპის წყლის ფილტრები წყლის უფრო დიდ რაოდენობას, უფრო მაღალი სიჩქარის ნაკადით ფილტრავენ.
როგორ შევარჩიო წყლის ფილტრი?
პირველ რიგში, სასურველია წყლის ანალიზი გააკეთოთ. მას შემდეგ, რაც გაიგებთ, თუ რა არის ონკანის წყალში, შეგიძლიათ მოიძიოთ სწორედ ისეთი ფილტრი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.
თუ წყლის ანალიზი მავნე დამაბინძურებლებს არ აჩვენებს და ერთადერთი პრობლემა წყლის უსიამოვნო გემო და/ან სუნია, სასურველია არჩევანი შეაჩეროთ ისეთ ფილტრებზე, რომლებიც წყლის გემოსა და სუნს საუკეთესო აქრობენ. ასეთ დროს, შესაძლოა წყლის ფილტრი დოქიც გამოგადგეთ.
ხოლო, თუ სასმელ წყალში დამაბინძურებლები აღმოჩნდა, ყველაზე კარგი და გამართლებული გზაა ისეთი წყლის ფილტრი, რომელიც დამტკიცებულია, რომ ამ კონკრეტული დამაბინძურებლებისაგან გასასუფთავებლად ყველაზე ეფექტურად მოქმედებს, მაგალითად:
- აქტივირებული ნახშირბადის ფილტრები (მაგ: წყლის ფილტრი დოქები, ონკანზე მიმაგრებული ფილტრები) – აშორებს ქლორინს, ვოლატილურ ორგანულ შენაერთებს (VOC), არასასიამოვნო სუნსა და გემოს. თუმცა, არ არის ეფექტური მძიმე მეტალების, მარილებისა და/ან ბაქტერიებისათვის.
- უკუოსმოსის წყლის ფილტრები (მაგ: ნიჟარის ქვეშ განთავსებული სისტემები) –
აშორებს მძიმე მეტალებს (მაგალითად, ვერცხლისწყალი), ქლორინს, ფტორიდს, პესტიციდებს, მარილებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს. თუმცა, არ არის ეფექტური დიდი ზომის დამაბინძურებლებისთვის, როგორიცაა ნალექი ან ზოგიერთი ქიმიკატები, რომლებიც მემბრანაში არ გადადის. - იონური გაცვლის წყლის ფილტრები (მაგ: წყლის დამარბილებლები) – აშორებს წყლის ხისტ მინერალებს, ისეთს, როგორიცაა მაგნიუმი და კალციუმი, რაც ზედაპირებზე კირქვის ნადების გამომწვევი მინერალებია. თუმცა, იონური გაცვლის წყლის ფილტრები არ არის ეფექტური ქლორის ან/და ბაქტერიებისთვის.
- ულტრაიისფერი (UV) წყლის ფილტრები – აშორებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სხვა მიკროორგანიზმებს UV სინათლით დეზინფექციის გზით. თუმცა, არ არის ეფექტური მძიმე მეტალების, ქიმიკატებისა და/ან ნაწილაკებისთვის.
- კერამიკული წყლის ფილტრები (მაგ: სამზარეულოს ზედაპირის ფილტრები) – აშორებს ბაქტერიებს, ცისტებსა და ნალექს. თუმცა, არ არის ეფექტური ქიმიკატებისა და/ან მძიმე მეტალებისთვის.
სად შევიძინო საუკეთესო წყლის ფილტრები საქართველოში?
საქართველოში წყლის ფილტრების გამოყენება უკვე ბევრმა ადამიანმა დაიწყო, შესაბამისად, ინტერესის ზრდას ბაზარზე პროდუქციის მატებაც მოჰყვა. თუმცა, ერთია შეიძინოთ წყლის ფილტრი და სულ სხვა გამოცდილებაა, შეიძინოთ მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებულად დადასტურებული და სანდო ნაწარმი. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ შეძენილი პროდუქციის ეფექტიანობაში დარწმუნებული იყოთ, მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ სანდო და გამოცდილ კომპანიას, რომელმაც თავისი ნიშა უკვე მრავალი წელია დაიმკვიდრა. სწორედ ასეთ კომპანიათა რიცხვში, მოწინავე ადგილს იკავებს წყლის ფილტრების მაღაზია “ნანო”, სადაც სხვადასხვა ტიპის წყლის ფილტრების დიდი არჩევანი დაგხვდებათ, იქნება ეს მთლიანი წყლის სისტემები თქვენი სახლისა თუ ბიზნესისთვის, თუ უფრო ბიუჯეტური ვარიანტები, მაგალითად, წყლის ფილტრი დოქი, უკუოსმოსის წყლის ფილტრი ან, თუნდაც წყლის ბოთლი ფილტრით. მაღაზია მდებარეობს თბილისში, ფანასკერტელის 14/3-ში, ხოლო დამატებითი კომფორტისთვის, კომპანიის პროდუქციის ხილვა და გაცნობა შეგიძლიათ ვებგვერდის საშუალებითაც.