ქლორი სასმელ წყალში: რატომ არის ქლორიანი წყლის გაფილტვრა აუცილებელი
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სუფთა და უსაფრთხო წყალზე ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია. თუმცა, ადამიანების უმრავლესობას წყალი საკმარისად გაფილტრული ჰგონია, ვინაიდან იციან, რომ სხვადასხვა წყლის კომპანია სასმელ წყალს ქლორის მეშვეობით ასუფთავებს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სინამდვილეში, არანაკლებ მნიშვნელოვანია საბოლოო მოხმარების წყლის ქლორისაგან გასუფთაქვებაც. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგის მეშვეობით, ჩავუღრმავდებით წყლის ფილტრაციის აუცილებლობას ისეთი ნივთირებისაგან, როგორიცაა ქლორი.
წყლის ფილტრაციის საფუძვლები
წყლის ფილტრაცია გულისხმობს მინარევებისა და დამაბინძურებლების წყლიდან მოშორების პროცესს, რათა იგი გახდეს მოხმარებისათვის უსაფრთხო. აღნიშნული პროცესი შესაძლოა მოიცავდეს ფიზიკურ ბარიერებს, ქიმიურ პროცესებს ან ბიოლოგიურ მექანიზმებს ნაწილაკების, ბაქტერიების, ვირუსების და ქიმიური დამაბინძურებლებისაგან გასუფთავების მიზნით. რეალურად, ამ ყველაფრის მიზანია უზრუნველყოს სუფთა, სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება და ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის სრულად შენარჩუნება, როგორიცაა წყლის თვისებები.
ქლორი სასმელ წყალში
ქლორი, როგორც წესი, წყლის გამწმენდ ობიექტებში წყლის დეზინფექციისა და მავნე ბაქტერიებისა და პათოგენების მოსაკლავად გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ის ეფექტურია წყლის უსაფრთხოებისთვის, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მას აქვს რამდენიმე უარყოფითი მხარე, რაც წყლის მოხმარებამდე მისი გაფილტვრის საჭიროებას წარმოქმნის.
რატომ გვხვდება ქლორი სასმელ წყალში?
ქლორის სასმელ წყალში მოხვედრის უმთავრესი მიზეზებია:
– დეზინფექცია: ქლორი ძალზე ეფექტურია ბაქტერიების, ვირუსების და სხვა პათოგენების მოსაკლავად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა, დიზენტერია და ტიფური ცხელება.
– ნარჩენების ეფექტი: ქლორი ტოვებს ნარჩენ ეფექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აგრძელებს დეზინფექციას მაშინაც კი, როდესაც წყალი მილებში მიედინება, რაც ამცირებს ხელახალი დაბინძურების რისკს.
ქლორის უარყოფითი ზემოქმედება სასმელ წყალში
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული დადებითი თვისებებისა, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ იმ უარყოფით თვისებებზეც, რომელიც ქლორის სასმელ წყალში მოხვედრას მოყვება:
- გემო და სუნი: ქლორს შეუძლია წყალს მიანიჭოს ძლიერი, უსიამოვნო გემო და სუნი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს.
- ჯანმრთელობის პრობლემების წარმოქმნა: ქლორისა და მისი ქვეპროდუქტების (როგორიცაა ტრიჰალომეთანები ან THM) ხანგრძლივი ზემოქმედება დაკავშირებულია ჯანმრთელობის პრობლემების წარმოქმნის ალბათობასთან, როგორიცაა კიბოს გაზრდილი რისკი, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და არასასურველი რეპროდუქციული ეფექტები.
- კანისა და თმის პრობლემები: ქლორი კანსა და თმას ბუნებრივ ზეთებს აშორებს, რაც იწვევს მათი სიმშრალესა და გაღიზიანებას.
წყლის ავზი და მისი როლი წყლის ფილტრაციის პროცესში
წყლის ავზი გადამწყვეტ როლს ასრულებს წყლის შენახვასა და მისი მართვის პროცესში, განსაკუთრებით, რეგიონებში, სადაც მუნიციპალური წყალმომარაგება არც ისე სანდოა ან სოფლად, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას გაწმენდილი წყალზე პირდაპირი წვდომა არ აქვს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, წყლის ავზები შექმნილია ისე, რომ წყლის ხარისხსა და ფილტრაციაზე იზრუნოს. მაგალითისთვის:
წყლის შენახვა და დაბინძურების პრევენცია
ნალექის დალექვა: წყლის ავზში ნალექები და უფრო დიდი ნაწილაკები ძირშია მოქცეული, რაც ხელს უწყობს წყლის ბუნებრივად გასუფთავებას ფილტრაციამდე.
დამაბინძურებლებისგან დაცვა: სათანადოდ დალუქული წყლის ავზი ხელს უშლის გარე დამაბინძურებლების წყალმომარაგებაში შეღწევას, ისეთის, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი, მწერები და ბაქტერიები.
წყლის ავზი და მისი ინტეგრაცია ფილტრაციის სისტემებთან
წინასწარი ფილტრაცია: ბევრი წყლის ავზი აღჭურვილია წინასწარი ფილტრებით, რომლებიც აშორებენ უფრო დიდ ნაწილაკებს, სანამ წყალი ფილტრაციის პროცესს გაივლის.
წნევის რეგულირება: ავზებს შეუძლიათ წყლის წნევის რეგულირება, რაც უზრუნველყოფს ფილტრაციის სისტემების ეფექტიან მუშაობას.
წყლის თვისებები და მახასიათებლები
წყლის თვისებებისა და მახასიათებლების ცოდნა აუცილებელია იმის გასაგებად, თუ რატომ არის საჭირო წყლის გაფილტვრა და როგორ მუშაობს ეს პროცესი.
ფიზიკური თვისებები
გამჭვირვალობა: გამჭვირვალე, უფერო წყალი სულაც არ ნიშნავს, რომ წყალი სუფთაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი გაფილტვრა.
ამღვრევა: წყლის ამღვრეულ მდგომარეობაში ყოფნა, შესაძლოა გამოწვეული იყოს მასში სხვადასხვა ნივთიერების მოხვედრით. მაღალი სიმღვრივე შეიძლება ნიშნავდეს, რომ წყალი შეიცავს პათოგენებს და საჭიროებს დეზინფექციას.
ქიმიური თვისებები
pH დონეები: წყლის pH დონე გავლენას ახდენს მის გემოზე, კოროზიულობასა და სანტექნიკის მასალებთან ურთიერთქმედებაზე. სასმელი წყლის ოპტიმალური pH არის 6,5-დან 8,5-მდე.
სიხისტე: მყარი წყალი შეიცავს კალციუმისა და მაგნიუმის მაღალ დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მილებსა და სხვადასხვა მოწყობილობებში ნადების წარმოქმნა. დარბილებულ წყალს შეუძლია გააუმჯობესოს ხარისხი და გაზარდოს სანტექნიკის გამოყენების ხანგრძლივობა.
ბიოლოგიური თვისებები
მიკრობების არსებობა: ბაქტერიებს, ვირუსებს და პროტოზოებს წყლის დაბინძურება შეუძლიათ, რაც ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან რისკებს წარმოქმნის. ასეთ დროს, წლის დეზინფექცია და ფილტრაცია გადამწყვეტია ამ პათოგენებისაგან გასათავისუფლებლად.
რატომ უნდა გაფილტროთ ქლორი წყლიდან?
ქლორის პოტენციური უარყოფითი ეფექტების გათვალისწინებით, მისი სასმელი წყლიდან გაფილტვრა ჭკვიანური ნაბიჯია, ვინაიდან ამას, ჩვენს ყოველდღიურობაში, სხვადასხვა ტიპის სარგებელი მოჰყვება.
ჯანმრთელობის სარგებელი
შემცირებული ჯანმრთელობის რისკები: ქლორის და მისი ქვეპროდუქტების მოცილებით, თქვენ ამცირებთ ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემების რისკს, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დადგომის ალბათობას.
საჭმლის მონელების გაუმჯობესება: ქლორს შეუძლია ნაწლავის ფლორის დარღვევა, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელ პრობლემებს. გაფილტრული წყალი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად ფუნქციონირებას.
უკეთესი გემო და სუნი: ქლორის მოცილება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს, რაც უფრო სასიამოვნოს ხდის მის დალევას.
წყლის ფილტრების სახეები წყლიდან ქლორის მოსაშორებლად
- გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრები
მექანიზმი: ეს ფილტრები იყენებენ გააქტიურებულ ნახშირბადს ქლორის და სხვა დამაბინძურებლების შესაწოვად. მსგავსი ფილტრები ძალიან ეფექტურია წყლის გემოსა და სუნის გასაუმჯობესებლად.
- უკუ ოსმოსის (RO) სისტემები
მექანიზმი: RO სისტემები იყენებენ ნახევრად გამტარ მემბრანას, რათა წყლიდან ამოიღონ დამაბინძურებლების ფართო სპექტრი, მათ შორის ქლორი, მძიმე ლითონები.
- დისტილაციის სისტემები
მექანიზმი: დისტილაციის სისტემები წყალს ორთქლის წარმოქმნით ადუღებენ, რაც შემდეგ, ისევ წყალში შედედდება და მის გარეთ ტოვებს დამაბინძურებლებს. ეს პროცესი ეფექტურად შლის ქლორს.
- სახლის მთლიანი ტიპის ფილტრები
მექანიზმი: ეს სისტემა წყალს სახლში შესვლის ადგილიდანვე ფილტრავს, რაც უზრუნველყოფს, რომ სასმელის, სამზარეულოსა დაჰიგიენური მიზნებისათვის მოხმარებადი წყალი ქლორისაგან თავისუფალია.
გასათვალისწინებელი ფაქტორები
წყლის ხარისხი: შეაფასეთ თქვენს სახლის წყალში არსებული სპეციფიკური დამაბინძურებლები, რათა აირჩიოთ სწორი ფილტრი.
გამოყენება: განსაზღვრეთ თქვენი საოჯახო მეურნეობის მიერ წყლის მოხმარების რაოდენობა და აირჩიეთ სისტემა, რომელიც გაუმკლავდება შესაბამის მოცულობას.
ბიუჯეტი: განიხილეთ როგორც საწყისი ღირებულება, ასევე დამონტაჟებისათვის საჭირო ტექნიკური, თუ ადამიანური რესურსისათვის გასაწევი ხარჯები.