საუკეთესო წყლის ფილტრი

საუკეთესო წყლის ფილტრი 2025 წელს – შედარება, ფასები და რეკომენდაციები

 

წყლის ფილტრები და მათი აქტუალობა წლიდან წლამდე იზრდება. ამის მიზეზი ბევრია, ხოლო პირველ რიგში, ალბათ, ადამიანებს შორის გაუფილტრავი სასმელი წყლის მოხმარების რეკომენდაციებსა და საფრთხეებთან დაკავშირებული ცნობიერების ზრდა და ასევე, წყლის დაბინძურების მზარდი დონე.ინტერესთან ერთად, მრავლად გვხვდება სხვადასხვა ბრენდის, ტიპის და მახასიათებლების მქონე წყლის ფილტრების ჩამონათვალი, რაც არჩევანის გაკეთებას ართულებს. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში, მხოლოდ ის წყლის ფილტრები შევკრიბეთ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 2025 წლის ტოპ წყლის ფილტრებად დასახელდა: 

 

საუკეთესო წყლის ფილტრი ნიჟარის ქვეშ მოსათავსებლად

 

iSpring RCC7 ეფექტური, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის უკუოსმოსის ფილტრია. ეს მოდელი ნიჟარის ქვეშ მონტაჟდება და შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო შედეგი წყლის გაფილტვრის თვალსაზრისით. 

iSpring RCC7-ზე ჩატარებული ტესტებით გამოვლინდა, რომ მისმა 5-ეტაპიანმა ფილტრაციის პროცესმა იდეალურად გაასუფთავა წყალი ექვსივე ტესტირებულ დამაბინძურებლისგან, მათ შორის, ისეთი მინარევებისაგან, როგორიცაა: 

  • ქლორი – 100%-ით;
  • ფტორი -100%-ით;
  • სპილენძი – 100%-ით;
  • ტყვია – 100%-ით;
  • რკინა – 99.91%-ით;
  • სულფატები – 99.88%-ით. 

გარდა ამისა, რაც მთავარია, გაფილტრული წყალი ტოვებს ნეიტრალურ გემოს, იყოს გამჭვირვალე და სუნის გარეშე. 

საწყისი ღირებულება ნიჟარის ქვეშ დასამონტაჟებელი iSpring RCC7 მოდელისთვის, საშუალოდ, 220$-ია. ხოლო, ფილტრების შეცვლის წლიური ღირებულება $50-ს შეადგენს. 

საუკეთესო წყლის ფილტრი დოქი ყოველდღიური გამოყენებისთვის

ZeroWater 5-ეტაპიანი დოქისებრი წყლის ფილტრი სასმელი წყლიდან დამაბინძურებლების, მათ შორის, PFOA/PFOS-ის, იდეალურად მოცილებით გამოირჩევა. იგი საერთო გახსნილი მყარი ნივთიერებების (TDS) საზომ მოწყობილობას შეიცავს, რაც მომხმარებლებს წყლის სისუფთავის დონის მონიტორინგისა და ფილტრის შეცვლის საჭიროების მარტივად დადგენის საშუალებას აძლევს.

ZeroWater აღჭურვილია კლასიკური ჩამოსხმის ტუჩით წინა მხარეს და დამატებითი ონკანით სახელურის უკან, რაც მის გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის. ეს მოდელი იდეალურია მცირერიცხოვანი ოჯახებისთვის, რომელთაც სურთ სასმელი წყალი მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომ ფასად გაფილტრონ. ზოგადად, წყლის ფილტრი დოქი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც საცხოვრებელს ქირაობს და შესაბამისად, არ სურს ძვირადღირებული ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება. 

ZeroWater-ის მაღალი ეფექტურობის ფილტრაცია სასმელ წყალს მსუბუქ, ნეიტრალურ და რბილ გემოს სძენს, რაც დისტილირებულ წყალს მოგაგონებთ. შესაბამისად, მათ, ვისაც მინერალიზებული წყლის გემო უფრო ურჩევნიათ, უმჯობესია სხვა წყლის ფილტრები მოიძიონ და არჩევანი ამ მოდელზე არ შეაჩერონ.  

ZeroWater-ის წყლის ფილტრი დოქის ღირებულება 40$-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მისი ცვლადი ფილტრის ფასი კი, დაახლოებით 30$-ია. 

საუკეთესო ონკანზე დასამაგრებელი წყლის ფილტრი

ბოლო დროს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ონკანზე დასამაგრებელი (faucet-mounted) წყლის ფილტრები, რაც ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი ალტერნატივაა, თანაც ისე, რომ შესაძლებლობას გაძლევთ სუფთა წყალი პირდაპირ ონკანიდან, მონტაჟის დამატებითი ხარჯების გარეშე მიიღოთ. მისი ღირებულება, დაახლოებით, 50$-ია. 

სწორედ მსგავსი ფილტრების კატეგორიაში, წელს ერთ-ერთი ლიდერი Culligan-ის Advanced Faucet Mount Filter-ია, რომელიც გატესტილია ANSI 42 და 53 სტანდარტებით, რაც სხვადასხვა დამაბინძურებლის, მათ შორის ტყვიისა და ქლორის ეფექტურად მოცილებას უზრუნველყოფს.

ამ ფილტრის გამოყენება ძალიან მარტივია. მას შემდეგ, რაც ფილტრს თქვენს ონკანზე დაამაგრებთ, გაფილტრულ და გაუფილტრავ წყალს შორის გადართვა ] უბრალოდ გადამრთველის (diverter valve) გაწევითაა შესაძლებელი. მისი მონტაჟი არ საჭიროებს ინსტრუმენტებს და არც დამატებითი ნახვრეტის გაკეთებაა საჭირო, რაც Culligan-ის ფილტრს იდეალურ ვარიანტად აქცევს როგორც ქირით მცხოვრებთათვის, ასევე ისეთი სახლებისთვის, სადაც ნიჟარის ზედაპირზე სივრცე შეზღუდულია.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ყველა სხვა ონკანზე დამაგრებული ფილტრის მსგავსად, ეს მოდელი არ არის თავსებადი ჩამოსაწევ ონკანებთან (pull-down faucets). 

სად შევიძინო საუკეთესო წყლის ფილტრები საქართველოში? 

საქართველოში საუკეთესო წყლის ფილტრების შეძენა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და დადებითი რეპუტაციის მქონე მაღაზიაში შეგიძლიათ, რომელსაც ეწოდება “ნანო”. კომპანია უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხისა და ევროპული სტანდარტით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს. წყლის ფილტრების მაღაზია “ნანო” შესაძლებლობას გაძლევთ მათი ფართო ასორტიმენტი დაათვალიეროთ როგორც ონლაინ ვებგვერდის საშუალებით, ასევე ფიზიკურ სივრცეში ვიზიტითაც, სადაც მომსახურებას სპეციალურად გადამზადებული თავიანთი საქმისა და სფეროს პროფესიონალი კონსულტანტები გაგიწევენ.