ფილტრი-დოქი AQUAPHOR J.SHMIDT 500 (ანტიბაქტერიული)

ანგარიშსწორება შესაძლებელი Visa და Mastercard ბარათებით

აღწერა

  • ბრენდი – AQUAPHOR
  • დოქის მოცულობა – 2,8 ლიტრი
  • გაფილტრული წყლის მოცულობა – 1,2 ლიტრი
  • კარტრიჯი კომპლექტში – JS (რესურსი – 500 ლიტრი)
  • მწარმოებელი ქვეყანა – ესტონეთი

ფილტრი აერთიანებს სრულფასოვანი  სისტემის შესაძლებლობებს დოქის ფორმასთან და პორტაბელურობასთან. უბრალოდ დააჭირეთ START-ს და ისიამოვნეთ სუფთა, უსაფრთხო და გემრიელი წყლით პირდაპირ ონკანიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

გაწმენდა უზრუნველყოფილია როგორც სორბციით, ასევე მიკროფილტრაციით. ჩვეულებრივ ფილტრ დოქებში გამოყენებული გრანულირებული ნახშირბადის ნაცვლად, J.SHMIDT 500 იყენებს გააქტიურებულ კომპოზიტურ ნარევს AQUALEN-თან – დაპატენტებულ იონგაცვლით მიკროფიბრთან. ბოჭკოვანი მემბრანა უზრუნველყოფს წვრილ ფილტრაციას 0.1 მიკრონამდე. ის ანადგურებს ბაქტერიებს, პარაზიტებს და ქლორის მიმართ რეზისტენტულ ცისტებს.

თქვენ შეგიძლიათ J.SHMIDT 500 წაიღოთ საქმიან მოგზაურობაში ან მანქანით მგზავრობაში – ფაქტობრივად, სადაც არ უნდა წახვიდეთ. ელექტრონული სისტემა ფილტრავს წყალს წუთში 1 ლიტრამდე სიჩქარით და არ საჭიროებს ყოველდღიურ დატენვას. სისტემა დარტყმაგამძლეა ინოვაციური და გამძლე პლექსიგლასის – Tritan™-ის წყალობით.

მოწყობილობა იტენება ისევე, როგორც სმარტფონი: ზედა პანელი USB პორტს კაბელის გამოყენებით უკავშირდება (მოყვება შეფუთვაში). პანელზე არსებული სინათლის ინდიკატორი შეგახსენებთ, რომ კარტრიჯი წინასწარ შეცვალოთ.